კერამიკული ფასადის სისტემები

Posted by:

 

კერამიკით მოპირკეთება, ეს ძალიან მაღალი დონის, მრავალმხრივი , ესთეტიკურად დახვეწილი და თანამედროვე ფასადური თვისებების მქონე გადაწყვეტილებაა.  იგი საკმაოდ  მრავალფეროვანი დახვეწილი და ლამაზი ფერისა და ტექსტურის მქონეა. დამზადებულია სრულიად ბუნებრივი , ნატურალური მასალებისაგან. კერამიკით შეგვიძლია მივიღოთ ორი უკიდურესობა ეს იქნება მაქსმიმალურად ტრადიციული დიზაინი , თუ მაქსიმალურად თანამედროვე ელფერი.
მისი გამძლეობა საკმაოდ ხანგრძლივ დროს ითვლის , მასალა არის საკმაოდ ნათელი, უძლებს რადიაციულ გამოსხივებებს და არის წყალგაუმტარი.

კერამიკული ფასადის უპირატესობები:

● წყალგაუმტარობა
● ინარჩუნებს სითბოს- შეიცავს თერმულ საიზოლაციო მასალას
● ფერთა ფართო არჩევანი, ზომები და გარე-დეკორაციები
● მაღალი წინააღმდეგობა და გამძლეობა ამინდის ცუდი პირობებისადმი
● ადვილად ერწყმის სხვა მასალებს
● მისი მონტაჟი ძალიან მარტივია
● მისი გაწმენდა მარტივია და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს

კერამიკული ფასადის ქვეკონსტრქუციები

 

წებოს (Adhesion) სისტემა:

მოცემულ სისტემაში კერამიკა შედუღებულია ალუმინის მზიდზე და დროებით დამხმარე ფირზე, რომელსაც აქვს პოლიურეთანის ძალა, რომელიც არ კარგავს ელასტიურობას. ეს არის ყველაზე იაფი და ფექტური მეთოდი კერამიკით მოპირკეთებაში ფერთა ფართო არჩევანით.

 

კლიპ (Clip-on) სისტემა:

ამ სისტემაში მას შემდეგ რაც ალუმინის ეგრედწოდებული ბრეკეტები დამაგრდება კედელზე კერამიკის ფილებს მარტივად ჩასვამთ მასში. ეს მაღალი ფიქსაციის გარანტია , რადგან ალუმინის პროფილების დახმარებით იგი მყარად არის მოთავსებული ჩარჩოში. გააჩნია  RAL-ის ყველა ბუნებრივი ფერი და ნებისმიერი სასურველი ზომა.

 

უხილავი (Hidden Channel) სისტემა:

ამ სისტემაში ალუმინის პროფილები და T სისტემის პროფილები შენობის ფასადზე მაგრდება. ზემოდან კი კერამიკის ფილები მაგრდება, შესაბამისად მთელი დამჭერი სისტემა ფილების ქვეშ ექცევა. ამას ფარული ფიქსაციის სისტემა ჰქვია.

 

 

 

0
  თემატური პოსტები