დიბონდის ფასადი

Posted by:

ალუმინის კომპოზიტური პანელი – ეს არის მრავალფენოვანი მასალა სიმყარის უმაღლესი თვისებებითა და მცირე წინოთ. ის ძალიან მოხერხებულია დამუშავებისთვის. კომპოზიტური პანელი დიბონდის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ალუმინის ფენის სისქე, რომელიც ფარავს პანელს ორივე მხრიდან. მეტნაკლებად პოპულარული სისქე არის 0,2 0,3 0,4 მმ. 0,4 მმ სისქის პანელი გამოიყენება შენობის და ე. წ. ვენტილებური ფასადის მოსაპირკეთებლად.
გარე რეკლამაში ძირითადად გამოიყენება 0,2 და 0,3 მმ სისქის პანელები, ხოლო ზომები 1500×4000, 15000×4000 მმ ძირითად მოიხმარენ ფერთა კომპლექტთან ერთად პანელის ორივე მხარეს. დამუშავების სიმარტივიდან გამომდინარე (ბურღვა, ტვიფრვა, ჭრა და ა.შ.) ამ სარეკლამო სამშენობლო მასალის გამოყენების მრავალი ვარიანტი არსებობს. მექანიკური დამუშავებისას უზრუნვეყოფილია პანელის ნებისმიერი კუთხით გაღუნვა. ასეთი გზით შეიძლება მოაპირკეთოთ ნებისმიერი მახვილკუთხა სარეკლამო კონსტრუქცია. პანელისთვის რადიუსის მიცემა ზრდის დიბონდის გამოყენების სფეროს სარეკლამო კონსტრუქციებში მისი სწორად დასამზადებისთვის. პანელის აკვრა შესაძლებელია ხრახნებით, ასევე სპეციალური მისაკრობი ალუმინის პროფილის გამოყენებით. ზოგ შემთხვევაში, მიმართავენ ე.წ „ სვარკას“ და დადუღების ხვადასხვა საშუალებებს. მიწებების დროს უნდა გაითვალისწინოთ კომპოზიტური პანელი დიბონდის განსაკუთრებულობა, შეუღებავი პანელი ძალიან ძნელი მისაწებებელია. გლუვი და სწორი ზედაპირის გათვალისწინებით, მასზე ადვილად ხორციელდება ფერადი ბეჭდვა, შოლკოგრაფია და ასევე საბეჭდი მანქანის დახმარებით პირდაპირ საღებავის წასმა. ალუმინის კომპოზიტური პანელი არის ძალიან მყარი და აქვს მცირეწონიანი. ისინი მდგრადიაა კოროზიისადმი და ქიმიური რეაგენტებისადმი. მათ შეუძლიათ ექსპლუატაციის გაწევა ტემპერატურის ფართო დიაპაზონში, ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობის პირობებშიც კი. მდგრადია ულტრაიისფერი სხივებისადმი და წლების მანძილზე ინახავს პირვანდელ სახეს.

0
  თემატური პოსტები